დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ზვიად ძიძიგური - ტყულია, თითქოს ოპოზიციური პარტიების კანდიდატები ზეწოლის შედეგად კანდიდატურებს ხსნიან
ავტორი:
2014/ივნისი/05 23:30:03
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ოპოზიციური პარტიების კანდიდატები არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარს "ქართული ოცნების" მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო ამბობენ.
"პირიქით, "ქართულმა ოცნებამ" წერილი და თხოვნა გაუგზავნა ცესკოს, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის სიის შენარჩუნება მომხდარიყო. ასეთი რამ, მე არ მახსენდება, რომ რომელიმე ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიების მიმართ გაეკეთებინოს. ცესკომ ეს თხოვნა დააკმაყოფილა და მოხდა ჩვენი ოპონენტების სიების შენარჩუნება. ეს არის რეალური დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ოპოზიციისადმი და საარჩევნო დემოკრატიისადმი", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.
მისვე თქმით, კოალიცია "ქართული ოცნება" ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენდობა და დარწმუნებულია, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდება. "ცენტრალურ საარჩევო კომისიას მე პირადად ვენდობი, ენდობა ჩვენი პოლიტიკური კოალიცია. მიუხედავად იმისა, რომ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა პოლიტიკური კოალიციის გადაწყვეტილებებსა და მოსაზრებებს არ დაემთხვა ცესკოს გადაწყვეტილებები, მიგვაჩნია, რომ არის ობიექტური ორგანო და ცესკო ჩაატარებს ობიექტურ არჩევნებს. თუ ვის, სად, როგორი პრეტენზია ექნება, რომელ პოლიტიკურ ძალას, ვფიქრობ, ცესკო განიხილავს. თუ ცესკო არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართონ სასამართლოს. ასეთი პრეცედენტი იყო ამ საარჩევნო კამპანიის დროს და იქნება მომავალშიც", - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია