დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკო მარნეულის საარჩევნო ოლქში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს
ავტორი:
2014/ივნისი/05 20:00:02
ცენტრალური საარჩევნო კომისია მარნეულის საარჩევნო ოლქში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს. ამის შესახებ ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ცესკო-ში აცხადებენ, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევა ნებისმიერი პოლიტიკური მხარისა თუ საარჩევნო სუბიექტის მხრიდან დაუშვებელია.
"საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმომადგენლების მიერ მარნეულის საარჩევნო ოლქში განხორციელებული ქმედებები სცილდება კანონმდებლობით საარჩევნო სუბიექტებზე მინიჭებულ უფლებამოსილებებს და აღიქმება გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებად. მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს და პოლიტიკურ ძალას, არ განახორციელონ ისეთი სახის ქმედება, რომელიც შეიცავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლის ნიშნებს და იმოქმედონ მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოებში, კანონმდებლობის შესაბამისად", - ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარნეულში საოლქო კომისიის თავმჯდომარეს გიგი უგულავამ და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გიგი უგულავა, ნუგზარ წიკლაური, ირმა ნადირაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერები საოლქო კომისიის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში შევიდნენ და თავმჯდომარისგან განმარტებები მოითხოვეს, თუ რატომ აპირებენ აკმამედ იმამყულიევის კანდიდატურის მოხსნას.
გიგი უგულავამ ცესკო-ს წარმომადგენელი ხელისუფლების სასარგებლო მიდგომაში დაადანაშაულა.
კომისიის შენობასთან საპარლამენტო ოპოზიციის 100-მდე აქტივისტია, რომლებიც გადაწყვეტილების გამოცხადებას ელოდებიან.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მარნეულში პარტიის გამგებლობის კანდიდატზე ზეწოლასთან დაკავშირებით დღეს უწყებათაშორის კომისიას მიმართა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ფოთსა და რუსთავში კოალიცია "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციამ არც კი განიხილა საჩივარი, რომელიც ამ ორი პიროვნების საქართველოში ცხოვრების საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების საკითხს ეხებოდა. ამ ფონზე მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის" გამგებლობის კანდიდატის, აკმამედ იმამყულიევის მიმართ ანალოგიური საქმის წარმართვას აშკარად პოლიტიკური სარჩული აქვს და საარჩევნო კანონმდებლობის შერჩევითად ინტერპრეტაციის მაგალითს წარმოადგენს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 874
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია