დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - პროგრამა "აწარმოე საქართველოში" განხორციელებით ტრადიციული წარმოება ყველა რეგიონში აღორძინდება
ავტორი:
2014/ივნისი/05 18:00:03
ბიზნესთან დამოკიდებულებაში ყველაზე კარგად ჩანს, როგორ უყურებს ჩვენი ხელისუფლება დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსთავში, მოსახლეობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"რუსთავი ცნობილი იყო, როგორც ქართული ინდუსტრიის და მრეწველობის ცენტრი. ეს არის ის ქალაქია, რომელშიც ყოველთვის განსაკუთრებულად იგრძნობოდა ქართველი კაცის მუყაითი შრომა. თავის დროზე მთელი საქართველოდან რუსთავში მოიყარეს თავი ქართველმა ინჟინრებმა და უდიდესი საინჟინრო-სამეცნიერო პოტენციალი შექმნეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავუბრუნოთ რუსთავს თავისი მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის განვითარებაში", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან დღეს დაათვალიერა ახალგახსნილი მიკროელექტრონიკის საწარმო და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ იგი სწორედ რუსთავში გაიხსნა.
"ეს საწარმო არის იმის დადასტურება, რომ ჩვენი მთავრობა ხელს უწყობს თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნას და ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში. ჩვენ ყოველმხრივ შევუწყობთ ხელს ახალი საწარმოების გახსნას, რომლებიც გამოუშვებენ თანამედროვე სტანდარტების, კონკურენტუნარიან პროდუქციას და მე მჯერა, რომ ის პროდუქცია თავის ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზე. ვერავინ დამაჯერებს, რომ ქართველებს ვინმეზე ნაკლებად შეუძლია რამის წარმოება. ჩვენ ყოველთვის ვიყავით სათანადო სიმაღლეზე და დღეს არის ის პერიოდი, როდესაც ყველამ უნდა დავამტკიცოთ, რომ ვართ მართლაც გამორჩეული და ძლიერი ერი, რომელსაც შეგვიძლია გამარჯვება ერთად", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ასევე პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოქალაქეებს მასში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.
"ბიზნესთან დამოკიდებულებაში ყველაზე კარგად ჩანს, როგორ უყურებს ჩვენი ხელისუფლება დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას. სამუშაო ადგილებს ძირითადად ქმნის ბიზნესი, რა თქმა უნდა, მთავრობის და ხელისუფლების ხელშეწყობით. ამიტომაც, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას, ვქმნით შესაბამის გარემოს ბიზნესისათვის. ამის გარეშე წარმოუდგენელია უმუშევრობის პრობლემის დაძლევა და ეკონომიკის ზრდა. სწორედ ამიტომ, ჩემი ინიციატივით დავიწყეთ სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ჰქვია "აწარმოე საქართველოში". ამ პროგრამის განხორციელებით ყველა რეგიონში, შემდეგ კი ყველა რაიონსა და სოფელში აღდგება და აღორძინდება ტრადიციული წარმოება. როგორც კი საწარმოები გაჩნდება, გაჩნდება სამუშაო ადგილებიც", - განაცხადა ღარიბაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 883
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია