კოალიციას "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" სხვადასხვა პარტიებისა თუ გაერთიანებების წინააღმდეგ უწყებათაშორის კომისიაში რამდენიმე საჩივარი აქვს წარდგენილი.
როგორც კოალიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ ყველა უკანონო ქმედებაზე შესაბამისი რეაგირება მომავალშიც ექნებათ.
"არასაპარლამენტო ოპოზიციამ" გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანმა ოპოზიციამ" შეიტანა საჩივარი "არასაპარლამენტო ოპოზიციის" დაჯარიმების მოთხოვნით, იმ მოტივით, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა "ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" პლაკატებზე "არასაპარლამენტო ოპოზიციის" პლაკატების გადაკვრას. კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" აცხადებს, რომ ჩვენს წინააღმდეგ ასობით საჩივარია დაწერილი სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, თუმცა მოსამართლე არც ერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ პლაკატების გადაკვრა არ ხდება ჩვენი აქტივისტების მიერ, რის გამოც ათასობით ლარის ოდენობის ჯარიმა გვაქვს დაკისრებული. კოალიციას "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" რამოდენიმე საჩივარი გვაქვს წარდგენილი უწყებათაშორის კომისიაში სხვადასხვა პარტიებისა თუ გაერთიანებების წინააღმდეგ. ესენი არიან: "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და მათ შორის, "არასაპარლამენტო ოპოზიციაც." ჩვენ ვაცხადებთ, რომ მომავალშიც ყველა უკანონო ქმედებაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება", - ნათქვამია კოალიციის პრესსამსახურის განცხადებაში.
წყარო:
interpressnews.ge