დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ლომჯარია - პრეზიდენტი საარჩევნო სისტემის რეფორმის ჭრილში მხარდაჭერას დაგვპირდა
ავტორი:
2014/ივნისი/05 09:00:02
საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორს საარჩევნო სისტემის რეფორმის ჭრილში მხარდაჭერას დაჰპირდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ განუცხადა.
"ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ამ შეხვედრის იყო ის, რომ პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, არჩევნების შემდგომ ჩვენთან ჰქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, საარჩევნო რეფორმის ჭრილში. მან განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს იმ ინიციატივებს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები მოამზადებენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პრობლემური და დასახვეწია საარჩევნო სისტემა თვითმმართველობისა და საპრეზიდენტო არჩევნებისთვის და ძალიან კარგი იქნება პრეზიდენტი ღიად გამოხატავდეს მხარდაჭერას ამ ცვლილებების მიმართ", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის გუშინ შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 18 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1108
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია