დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - მოქალაქეებს პოლიციის აღარ ეშინია, რაც ძალიან დიდი მიღწევაა
ავტორი:
2014/ივნისი/04 12:00:05
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, პოლიცია აბსოლუტურად დეპოლიტიზირებულია. სამთავრობო სტუქტურებში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრის დროს , ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება პოლიციის სისტემაზეც გაამახვილა.
"ის, რომ დღეს მოქალაქეებს პოლიციის და სამართალდამცავი ორგანოების აღარ ეშინია, ძალიან დიდი მიღწევაა. ჩვენს მოქალაქეებს რეალურად თავისუფლება დავუბრუნეთ. დღეს პოლიცია არის აბსოლუტურად დეპოლიტიზირებული. შემიძლია რეალურად დიდი სიამიყით გითხრათ, რომ ეს არის არა პირადად ჩემი, არამედ მთელი ქვეყნის მონაპოვარი. რეფორმები, რომელიც აღნიშნულ სამინისტროში გასულ წელს დაიწყო, გრძელდება. თუნდაც ის, რომ დროებით მოთავსების იზოლატორში ადამიანის უფლებების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, ეს დაუჯერებელი იქნებოდა სულ რაღაც ორი წლის წინ. ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა სულ რაღაც ორი წლის წინ დროებითი მოთავსების იზოლატორებში იწყებოდა, შემდეგ გრძელდებოდა პროკურატურაში, შემდეგ ციხეებში და ასე შემდეგ. დღეს ვერ ერთ ასეთ ფაქტს მოქალაქე ვერ დამისახელებს, რადგან არ არსებობს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამ მიმართულებით პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ღარიბაშვილის თქმით, დღეს ციხეები იმაზე ბევრად უფრო გამჭირვალეა, ვიდრე უნდა იყოს და არის თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოებში.
"სასჯელაღსრულების სისტემაში ბატონ სოზარს ძალიან ბევრი პრობლემა დახვდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი სამინისტრო, სადაც ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევის გაუგონარი ფაქტები, წამება, არადამიანური მოპყრობა. სოზარმა გააკეთა ძალიან ბევრი ამ მიმართულებით - რეალურად 180 გრადუსით შეცვალა პატიმრებისადმი მიდგომები. დღეს ციხე იმაზე ბევრად უფრო გამჭირვალე გახდა, ვიდრე უნდა იყოს და არის თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოებში. ამის არდანახვა და არაღნიშვნა უსამართლება იქნებოდა" – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1119
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია