დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა
ავტორი:
2014/ივნისი/04 11:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი, სამუშაო ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, ალექსი პეტრიაშვილი მონაწილეობას მიიღებს 4-5 ივნისს დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში.
კონფერენციაზე "DCFTA და არა მარტო - როგორ შეიძლება ევროკავშირმა ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განვითრებასა და კეთილდღეობას" (“DCFTAs and Beyond - How the EC can contribute to development and welfare in Eastern partnership countries”), რომელიც სტოკჰოლმის ინსტიტუტის გარდამავალი ეკონომიკებისა და კიევის ეკონომიკის სკოლის ორგანიზებით იმართება, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობასა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" მონაწილე ქვეყნებისთვის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ სავარაუდო ეკონომიკურ სარგებელზე იმსჯელებენ.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის ორმხრივი შეხვედრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი დეშიცასთან, სახელმწიფო მინისტრთან ევროპულ საკითხებში ოსტაპ სემერიაკთან და პარლამენტის ვიცე-სპიკერ რუსლან კოშულინსკისთან.
როგორც ალექსი პეტრიაშვილმა გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი იმართება უკრაინაში შემდგარი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
"მექნება შესაძლებლობა სიტყვით გამოვიდე და ვისაუბრო ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე. საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. ეს იქნება სერიოზული მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი და უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და მისი ევროპული კურსისადმი", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1146
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია