დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი ბარაკ ობამას განცხადებას საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან გზავნილად აფასებს
ავტორი:
2014/ივნისი/03 21:00:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დღეს, ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მას საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვან გზავნილად აფასებს.
"მინდა გამოვეხმაურო აშშ-ს პრეზიდენტის ბარაქ ობამას მიერ დღეს, ვარშავაში გაკეთებულ განცხადებას კონგრესისადმი ერთი მილიარდი დოლარის მოთხოვნით მისი მიმართვის თაობაზე, რომელიც გულისხმობს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, მოლდოვის და რაც ჩვენთვის ყველაზე მთავარია, საქართველოსთვის ერთობლივი წვრთნების, თავდაცვითი საშუალებების გაძლიერებისა და გაუმჯობესებისათვის კონკრეტული თანხების გამოყოფას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოსთვის, ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით მოხდება სერიოზული ინტენსიფიკაცია კონსულტაციების, როგორც ორმხრივად აშშ-სთან, ისე, ნატოს სხვა დანარჩენ პარტნიორებთან ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეხვედრების ფორმატში", - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1009
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია