დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი წერეთელი - ბარაკ ობამას ინიციატივა არის ერთადერთი საშუალება, რომ რუსეთის აგრესია შეჩერდეს
ავტორი:
2014/ივნისი/03 20:00:02
ბარაკ ობამას ინიციატივა არის ერთადერთი საშუალება, რომ რუსეთის აგრესია შეჩერდეს, - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების თავდაცვისუნარიანობის გაზრდისთვის მილიარდ დოლარის გამოყოფის თაობაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ინიციატივას.
"ჩვენ ვნახეთ, რომ ეკონომიკური სანქციების მიუხედავად რუსეთი თავისი სტრატეგიით აგრძელებს მოქმედებას. საფრთხის შემცველი ვითარებაა აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც. ამიტომ ობამას ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა მოახერხონ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და წინ აღუდგნენ რუსეთის გეგმებს", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგი წერეთელმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია