დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - როგორი იქნება ეუთო-ს მისია საქართველოში და იქნება თუ არა საერთოდ, ამაზე ლაპარაკი ახლა ზედმეტია
ავტორი:
2014/ივნისი/03 17:30:02
როგორი იქნება ეუთო-ს მისია საქართველოში და იქნება თუ არა საერთოდ, ამაზე ლაპარაკი ახლა ზედმეტია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა , მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს შვეიცარიის პრეზიდენტთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, დიდიე ბურკჰალტერთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
"შვეიცარია გახლავთ ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა და ამ მისიითაც არის ჩამოსული ბატონი ბურკჰალტერი. დღეს იგი ერგნეთში იმყოფებოდა. ეუთო-ს შესაძლო დაბრუნებაზე საქართველოში გვექნება საუბარი. როგორი იქნება ეს მისია ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. საერთოდ იქნება თუ არა, ამის თქმა ახლა არ შეიძლება. ჩვენ ამ საკითხზე ვისაუბრებთ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ვენიდან მობილური ჯგუფების ჩამოსვლა საქართველოში, რომელიც ადგილზე შეისწავლის უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციას, თუმცა ეს იოლი მოსაგვარებელი არ არის.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1087
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია