დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის აბონენტებს მიმართავს
ავტორი:
2014/ივნისი/03 17:00:02
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისის აბონენტებს მიმართავს. როგორც კომპანიის მიმართვაშია აღნიშნული , წყალმომარაგების ხარისხის გაუმჯობესებისა და მოსახლეობის დიდი ნაწილის 24-საათიან სასმელი წყლის მიწოდების რეჟიმზე გადაყვანის მიზნით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის ფართომასშტაბიან სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში იგეგმება როგორც წყალგაყვანილობის მაგისტრალური ქსელის, ასევე რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურის მშენებლობა.
პირველ ეტაპზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია 37 ქუჩაზე დაიწყო. აქედან, უმეტეს მათგანზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.
ერევნის ქუჩაზე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისის თვის ბოლოს დამთავრდება.
"კომპანია ბოდიშს გიხდით პროექტის მიმდინარეობის პროცესში შექმნილი დისკომფორტისთვის (საავტომობილო მოძრაობის შეფერხება თუ სხვა ტექნიკური დაზიანებები).
აქვე გაცნობებთ, რომ კომპანიაში შექმნილია კომისია, რომელიც განიხილავს სამუშაოებისას წარმოქმნილ პრობლემებს და უზრუნველყოფს მის დროულად მოგვარებას.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ მოგვმართოთ წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრში შემდეგ მისამართზე: გუგუნავას ქ. #12", - აღნიშნულია კომპანიის მიმართვაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1142
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია