დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი - წავა, მოწევს, მერე მამამისი ვალს აიღებს, მომადგება და მეტყვის, იპოთეკარი ვარ, მიშველეთო
ავტორი:
2014/ივნისი/03 14:00:02
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვოლსკის აზრით, მარიხუანას დეკრიმინალიზაცია დანაშაული იქნება. დეპუტატის შეფასებით, ადამიანები, რომლებიც მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ითხოვენ, "ქუჩას არ იცნობენ", ასეთი შეღავათის დაშვება კი, ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს.
"მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ჩემი აზრით, დანაშაულია. პონპონჩიკიანი ტიპები, რომელსაც თქვენ ხედავთ, ლიბერალური ადამიანები არიან, ლიბერალური ფასეულობებით - ხშირ შემთხვევაში კულტურასთან უფრო ახლოს, ვიდრე - ქუჩასთან. ქუჩას არ იცნობენ. ქუჩა ძალიან დაუნდობელია. იქ ნებისმიერი შეღავათი ნებისმიერ ნარკოტიკზე ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს, რასაც სერიოზული დამაზიანებელი შედეგი ექნება პატარა ნაწილისათვის, თორემ ჰოლანდიაში კაფეში შედიან და უნივერსიტეტის პროფესორები სტუდენტებთან ერთად აბოლებენ", - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.
მისივე თქმით, მარიხუანას მოხმარებაზე მხოლოდ ჯარიმის დაწესებაც პრობლემას შექმნის.
"ჯარიმა რა, წავა, მოწევს, მერე მამამისი ვალს აიღებს, მე მომადგება, მეტყვის: იპოთეკარი ვარ, მიშველეთო. იპოთეკარებშიც უამრავი ადამიანი "გაჭედილია" იმიტომ, რომ შვილმა რაღაც გააკეთა... შეიძლება შვიდი წელის მისჯა ბევრია, მაგრამ სასჯელის რაღაც ფორმა აუცილებლად უნდა იყოს. არის ნარკოტიკების მომხმარებელთა ორი კატეგორია: ერთი, ბოჰემურ ნაწილად მიიჩნევს საკუთარ თავს, ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა აქვს და არის მეორე ნაწილი, რომელიც არ ჩანს და, რომელიც არის დაუნდობელი, ნაკლებად მომთხოვნი ხელოვანთა მიმართ – ეს საერთოდ არ აინტერესებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკი იმასაც აღნიშნავს, რომ ბევრი ახალგაზრდა მარიხუანას შემდეგ უფრო სერიოზული ნარკოტიკების მოხმარებას იწყებს.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1176
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია