დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ქადაგიშვილი მისი სახელფასო განაკვეთის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს
ავტორი:
2014/ივნისი/02 19:30:02
პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მისი სახელფასო განაკვეთის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
"საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია, სამწუხაროდ, მხოლოდ პოზიტივზე არ არის აგებული. ამის ნათელი მაგალიათია მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია პარტიის ლიდერების თვიური სახელფასო განაკვეთის შესახებ, სადაც ჩემი თვიური ხელფასი მოხსენებულია 23 500 ლარის ოდენობით. მე, როგორც პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული თანხა დაახლოებით 13-ჯერ აღემატება ჩემს ყოველთვიურ ხელფასის ოდენობას, რომლის გადამოწმებაც ადვილად შესაძლებელია სახელმწიფო აუდიტში - ჩვენი პარტიის მიერ მიწოდებული ფინანსური ანგარიშებით და "თი-ბი-სი" ბანკში ჩემი სახელფასო დანარიცხების ოფიციალური ამონაწერით, რაც დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებსაც წარვუდგინე", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
იგი იმედს იტოვებს, რომ ადგილი აქვს შეცდომას და არა "თავისუფალი დემოკრატებისა" და კოალიცია "ქართული ოცნების" მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1158
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია