დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - მსოფლიო უნდა იყოს პრინციპული, მაგრამ ფრთხილი
ავტორი:
2014/ივნისი/02 19:00:02
დარწმუნებული ვარ, ნატოს სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იქნება ყველაზე უფრო სასარგებლო. ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოსთვის მაპის მინიჭების საკითხზე გერმანიის კანცლერის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
უსუფაშვილის თქმით, მსოფლიო უნდა იყოს პრინციპული, მაგრამ ფრთხილი საკუთარ ნაბიჯებში. "ნატოს მომავალ სამიტზე მიღებულ იქნება საქართველოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილება. ამაში დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოსადმი ინტერესი, დამოკიდებულება, ყურადღება უპრეცედენტოდ გაზრდილია. პირველ რიგში, იმ სახელმწიფოებში, რომლებიც წინა წლებში ჩვენთან ამ სფეროში თანამშრომლობაზე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. ამაზე მეტყველებდა საქართველოში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი. ამაზე მეტყველებს ბოლო ერთ კვირაში საქართველოს პრემიერის ორი ვიზიტი ბერლინში და შეხვედრა კანცლერ მერკელთან. ეს სახელმწიფოები იჩენენ განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაინტერესებას საქართველოს უსაფრთხოების მიმართ. დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება იქნება საქართველოსთვის ყველაზე უფრო სასარგებლო. ამ შემთხვევაში ამაზე უნდა ვიფიქროთ ჩვენ და არა კონკრეტულ ტერმინებზე და მექანიზმებზე. ძალიან რთული და დაძაბული ვითარებაა მსოფლიოში და რეგიონში. მსოფლიო უნდა იყოს პრინციპული, მაგრამ ფრთხილი თავის ნაბიჯებში იმისთვის, რომ კეთილი განზრახვით გადადგმულმა ნაბიჯმა საპირისპირო შედეგი არ გამოიწვიოს. საქმე გვაქვს არც თუ პროგნოზირებად ან შეიძლება სხვაგვარად ითქვას - ძალიან პროგნოზირებად ხიფათთან, რომელიც კონკრეტული სახელმწიფოსგან მომდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ნატოს წევრი ქვეყნები, საქართველოს მთავრობასთან ერთად ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მივლენ სექტემბრის სამიტამდე. ეს პროცესი მიმდინარეობს იმაზე უკეთ, ვიდრე შეგვეძლო წარმოგვედგინა", - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 992
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია