დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანგელა მერკელი - საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება
ავტორი:
2014/ივნისი/02 16:00:02
ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მისი თქმით, MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს იმის გამოსახატად, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და ნატო ხედავს იმ პროგრესს, რაც საქართველოში არის.
"მე ვფიქრობ, რომ MAP-ის საკითხი ნატო-ს შემდეგი სამიტის თემა არ იქნება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ იმ პროგრესს რაც არის საქართველოში. ჩვენ ვხედავთ საქართველოს ძალისხმევას მაგალითად ავღანეთში. ნატო-ს შემდგომი სამიტისთვის ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ თუ როგორ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველო არის კარგი პარტნიორი და მე ვფიქრობ, რომ MAP-ის გარდა სხვა შესაძლებლობებიც არსებობს ამის გამოსახატად", - აღნიშნა მერკელმა.
რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვითაც თუ ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას თავი შეიკავოს შემდგომ ნაბიჯებზე, იქნება თუ არა რუსეთის მხრიდან აღქმული როგორც მწვანე შუქი შემდგომი აგრესიისთვის, მერკელმა განაცხადა, რომ არა გონია, რომ რუსეთის მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილება დამატებითი აგრესიისთვის.
"მე არ მგონია საერთოდ, რომ რაიმე გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან მიღებული იქნება როგორც მწვანე შუქი დამატებითი აგრესიისთვის. ვფიქრობ, რომ საქართველოს უფრო ინტენსიური ურთიერთობა, პირიქით, მხარდაჭერის ღირსია", - განაცხადა მერკელმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია