დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში ირაკლი ღარიბაშვილის პატივსაცემად დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ავტორი:
2014/ივნისი/02 15:30:03
გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კანცელარიის ეზოში დახვდა. ცერემონია საზეიმო ვითარებაში წარიმართა, შესრულდა საქართველოსა და გერმანიის ჰიმნი, მხარეები ორი ქვეყნის მთავრობის წევრებს მიესალმნენ.
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მიწვევით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1167
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია