დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
ავტორი:
2014/ივნისი/02 14:30:02
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენდრიუ ვებერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის პროგრამების საკითხებში ენდრიუ ვებერს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ენდრიუ ვებერმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მსხვერპლისთვის, რომელიც ქართველმა სამხედროებმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ყანდაგარში გაიღეს, ასევე ISAF-ის მისიის მხარდაჭერისა და მასობრივი განადგურების იარაღისა და ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალური ძალისხმევით პარტნიორობისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა და აშშ-ს თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.
ქვეყნის პირველმა პირმა ენდრიუ ვებერი ბიოუსაფრთხოების სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში, ასევე გლობალური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აქტიურ ჩაბმულობასა და ქვეყნის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია