დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბავშვთა დაცვის დღე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმაც აღნიშნეს
ავტორი:
2014/ივნისი/01 16:00:02
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ტრადიციისამებრ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმაც აღნიშნეს. ღინისძიებები სასახლის ბაღში მიმდინარეობს, სადაც წარმოდგენილია ფოტოგამოფენა ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე. სამხატვრო წრის ბავშვებმა საკუთარი ნამუშევრები გამოფინეს, რომელიც შესრულებულია ყველა იმ მხატვრული ტექნიკით, რაც სასახლეში შეისწავლება. ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს ქანდაკების წრის მოსწავლეებმა. ასევე გამოფინეს ანტინარკოტიკულ თემაზე მომზადებული ნამუშევრები.
ღონისძიებები ანსამბლმა "მზიურმა" გახსნა.
დღესვე გაიმართება სპორტული შეჯიბრი – მხიარული სტარტები, რაც მოიცავს შეჯიბრს გოგონებსა და ვაჟებს შორის, კალათბურთს, ბაგირის გადაწევას, წინააღმდეგობების დაძლევას.
მხიარული სტარტების ფინალი 16:30-დან 17:00 საათამდე გაიმართება.








წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია