დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დღეს ლისის ტბაზე ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება
ავტორი:
2014/ივნისი/01 11:00:02
დღეს თბილისში, ლისის ტბაზე ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიება გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ტურიზმის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ღონისძიებას ტურიზმის სფეროს , კერძო სექტორის წარმომადგენლები, ტურ-ოპერატორები, სასტუმროების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა, ახალი პროექტების "მასკოტისა", "მობილური გიდების" და ადმინისტრაციის მიერ შესრულებული სამუშაოების, სამომავლო გეგმებისა და ზაფხულის სეზონზე დაგეგმილი ღონისძიებების კალენდრის შესახებ პრეზენტაციას გააკეთებს.
ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ მუსიკალური გაფორმების ფონზე დაათვალიერონ მოლბერტებზე გამოფენილი სხვადასხვა ტურისტული მიმართულების და პროდუქტების ბანერები, გაეცნონ საპრომოციო მასალას, დიდ ეკრანზე თვალი ადევნონ საიმიჯო ვიდეო-რგოლებს. ასევე სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ქართული წარმოების ღვინო.
"ღონისძიების მთავარი მიზანია ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა, ზაფხულის სეზონზე ტურისტულად მიმზიდველი ადგილებისა და ტურისტული აქტივობების პოპულარიზაცია, კერძო სექტორისათვის ინფორმაციის მიწოდება დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
ღონისძიება გაიმართება მუსიკალური გაფორმების ფონზე. სტუმრებს საშუალება ექნებათ თვალი ადევნონ აკრობატების მიერ შესრულებულ შთამბეჭდავ წარმოდგენას ლისის ტბის თავზე. ღონისძიება დასრულდება წყლის ფეირვერკით", - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია