დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის განახლებული თეატრის შენობა გახსნა
ავტორი:
2014/მაისი/31 22:30:02
ფოთის განახლებული თეატრი მაყურებლის მიღებას დღეიდან შეძლებს. რეაბილიტირებული შენობა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და თეატრალურ საზოგადოებასა და კულტურის მოღვაწეებს დღევანდელი დღე მიულოცა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს დიდ თეატრალურ ტრადიციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფოთის თეატრის ისტორია 127 წელს ითვლის.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ფოთის თეატრი ყოველთვის წამყვან თეატრებს შორის იდგა და თავისი წვლილი შეჰქონდა ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ტრადიცია გაგრძელდეს. დღეიდან უკვე ამ შესანიშნავ თეატრს აქვს ახალი, თანამედროვე შენობა და ყველა პირობა იმისთვის, რომ მაქსიმალურად წარმოაჩინოს თავისი შემოქმედებითი პოტენციალი, საუკეთესო დარბაზში საუკეთესო სპექტაკლები შესთავაზოს მაყურებელს. ფოთს დაუბრუნდა თეატრი ისეთი სახით, როგორც ფოთსა და ფოთელებს ეკადრებათ. დღეს ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან ყველა სირთულე უკან არის და ამ ახალაშენებულ, ულამაზეს შენობაში თეატრის ახალი სიცოცხლე იწყება. დარწმუნებული ვარ, ეს მშვენიერი შენობა ფოთის სავიზიტო ბარათი იქნება", - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
ირაკლი ღარიბაშვილმა თეატრის პერსონალს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თეატრის დასი საუკეთესო ტრადიციებს ახალ სცენაზე ღირსეულად განაგრძობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია