დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - გერმანიისა და ევროსაბჭოს პოზიცია ასეთია: ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებას
ავტორი:
2014/მაისი/31 19:00:02
გერმანიისა და ევროპის საბჭოს პოზიცია ასეთია - საქართველომ დაამტკიცა ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერმა მერობისა და მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატები დაასახელა და მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
"ვიცი, გურულებს ყველაზე მეტად მაინც მსოფლიოს ამბები გაინტერესებთ, რას ამბობს გერმანია, რას ამბობს ევროპის საბჭო, ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით. სერიოზულად კი იმას გეტყვით, რომ ამ ორი დღის წინ გერმანიაში გახლდით. გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს და ევროპის საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპეის შევხვდით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან ერთი თვეც აღარ დარჩა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
გერმანიისა და ევროპის საბჭოს პოზიცია ასეთია - საქართველომ დაამტკიცა ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულება და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებას. მე მკაფიოდ დავანახე ევროპას და გერმანიის ხელისუფლებას, რომ ჩვენი მთავრობა არის პროგნოზირებადი და თანამიმდევრული, რომ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე მიგვყავს. მათ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურეს, რომ სრულად გვიჭერენ მხარს და მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი ხელისუფლების საქმიანობას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1079
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია