დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მთავარ პროკურატურასთან ემზარ კვიციანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ავტორი:
2014/მაისი/31 13:00:02
მთავარ პროკურატურასთან ემზარ კვიციანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. კვიციანის ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვიციანის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
როგორც ჟურნალისტებს კვიციანის დამ, ლალი კვიციანმა განუცხადა, მისი ძმა უკვე მეოთხე თვეა ყოველგვარი საფუძვლის გარეშეა დაპატიმრებული.
"სამართლიანობა უნდა აღდგეს, ჩვენ ვაპროტესტებთ სასამართლოსა და პროკურატურის ქმედებებს, რომლის შედეგად, უკვე მეოთხე თვეა, ჩემი ძმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იმყოფება საპატიმროში. იგი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა და მას შემდეგ ციხიდან არ უშვებენ. უკვე ორჯერ გადაუვადეს პატიმრობა", - განაცხადა ლალი კვიციანმა.
ახლობლების თქმით, ადამიანი, რომელმაც ქვეყანას კოდორის ხეობა შეუნარჩუნა, პატიმარი არ უნდა იყოს.
აქციაზე მხარდასაჭერად მივიდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, რომელიც ოჯახის წევრებისა და ახლობლების მოთხოვნებს უერთდება.
თევზაძის თქმით, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება მანამ, სანამ კვიციანის მიმართ სამართალიანი გადწყვეტილება არ დადგება.
"ჩვენ დღეს არ ვდავობთ იმაზე, გვჯერა თუ არა წარდგენილი ბრალდებების, ამას სასამართლო გაარკვევს. მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ეს კაცი ციხეში არ უნდა იყოს. სწორედ ეს არის უსამართლობა. თუკი სამართლიანობა არ აღდგება, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ეს არის ანონსი," - განაცხადა დავით თევზაძემ.
საპროტესტო აქციაზე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ირაკლი ბათიაშვილი და ჯონდი ბაღათურია იმყოფებიან.
აქციაზე გამოტანილია ლოზუნგები: "თავისუფლება ემზარ კვიზიანს", "სვანეთი შენთანაა, ემზარ", "ემზარ კვიციანი პოლიტპატიმარია", "სიცოცხლეშივე დავაფასოთ გმირები", და ა.შ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1063
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია