დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - მთავრობა ქმნის ყველა პირობას, რომ ქვეყანაში ბიზნესი განვითარდეს
ავტორი:
2014/მაისი/31 10:30:02
ეტაპობრივად ვაგვარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრა ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის ეზოში გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ცნობილი ქართველი მწერლის მუზეუმი დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. მოსახლეობის განცხადებით, სოფელს სასმელი წყლისა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემემა აწუხებს, გამაგრებას საჭიროებს სოფლის ცენტრში არსებული ხიდი.
პრემიერი მათ დახმარებას დაპირდა. როგორც გაირკვა, წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციის პროექტი წყალმომარაგების კომპანიას უკვე მზად აქვს და დაიწყება შესაბამისი სამუშაოები.
მოსახლეობამ პრემიერს სოციალური დახმარებების გაცემის წესის გადახედვაც სთხოვა.
"სოციალური დახმარებების გაცემის წესი უსამართლოა და არჩევნების შემდეგ ვაპირებთ, გადავხედოთ ამ სისტემას, რადგან წლების განმავლობაში გროვდებოდა ეს უსამართლობა", - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მომავალი წლიდან დაიწყება ანა კალანდაძის მუზეუმის მშენებლობა.
საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო გამოყოფს თანხას.
"სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნეში არსებობს სოფლები, სადაც გაზი და ელექტროენერგია არ არის. ჩვენ შევისწავლეთ, რომელ რეგიონში რისი წარმოება არის შესაძლებელი და ხვალიდან ვიწყებთ პროგრამას "აწარმოე საქართველოში", რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. ჩვენ ეტაპობრივად ვაგვარებთ წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს. ვაგრძელებთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. მთავრობა ქმნის ყველა პირობას, რომ ბიზნესი განვითარდეს ქვეყანაში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დემოგრაფიულ ინიციატივაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დემოგრაფიული პრობლემების მქონე რეგიონში ყოველ მეოთხე ოჯახზე მთაში გაიცემა 200 ლარი, ხოლო ბარში 150 ლარი.
რაც შეეხება ხიდის საყრდენების გამაგრება-რეაბილიტაციას, პროექტი მომავალი წლის პროექტში ჩასმულია.
შეხვედრას მხარის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე დაესწრო.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 989
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია