დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს გურიას ესტუმრება
ავტორი:
2014/მაისი/31 10:00:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს გურიას ესტუმრება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერი ლანჩხუთის რაიონში ახლად აშენებულ წყალშემკრებ ნაგებობას დაათვალიერებს, რის შემდეგაც ოზურგეთში სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა.
საქართველოს მთავრობის მეთაური შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარსაც ესტუმრება.
რეგიონული ტურნეს ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასა და ფოლკლორისტებთან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია