დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან ვასაძე - პარლამენტის თავმჯდომარე ასწავლის ქრისტიანობას პატრიარქს, რა უბედურებაა ეს?!
ავტორი:
2014/მაისი/30 23:30:02
პარლამენტის თავმჯდომარე ასწავლის ქრისტიანობას პატრიარქს, რა უბედურებაა ეს?! - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ განაცხადა.
მან ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე დავით უსუფაშვილის გამოსვლა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" სტუმრობისას გააკრიტიკა.
"მოვისმინე მისი გამოსვლა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე, სადაც ის თეოლოგიურ ლექციას უკითხავდა პატრიარქს, ღვთისმშობელს თურმე საქართველო რომ დაენახა, რა უკმაყოფილო იქნება პატრიარქის ქრისტიანობით, რა უბედურებაა ეს?! პარლამენტის თავმჯდომარე ასწავლის ქრისტიანობას პატრიარქს, ბოსტანში არის გადასული, თავის ტერიტორიიდან არის გასული 10 კილომეტრით. როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა?!. მე ვიცი სასულიერო პირებისგან, რომ მარტო პატრიარქის პატივისცემით მოვუსმინეთ იმ მოხსენებას ბოლომდეო და ერთი წაიკითხეთ იქ რა წერია", - აღნიშნა ვასაძემ.
ლევან ვასაძეს მიაჩნია, რომ "ნაციონალები და "რესპუბლიკელები" იდეოლოგიური ძმები არიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია