დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - არავის ვაპატიებთ ამ არჩევნების გაყალბებას
ავტორი:
2014/მაისი/29 19:00:02
კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" ინფორმაციით, დღეს დმანისში კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" სიის წევრებზე ზეწოლის შედეგად სია განულდა. ამასთან დაკავშირებით კოალიციის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა.
"მინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყრო იმ საგანგაშო ტენდენციას, რომელიც რამდენიმე დღით ადრე, პრაქტიკულად ორი კვირით ადრე დაიწყო და მიიღო ძალიან ინტენსიური ხასიათი. გუშინ ჩვენ გავაკეთეთ საგანგებო ბრიფინგი იმასთან დაკავშირებით, რომ ზეწოლის შედეგად ნინოწმინდაში ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" სია პრაქტიკულად ჩამოიშალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაიონში ჩვენ სიით ვეღარ მივიღებთ მონაწილეობას. დღეს ძალიან სერიოზული ზეწოლის შედეგად იგივე განმეორდა დმანისის რაიონში. ჩვენ ვხედავთ, რომ ის ფეოდალები, რომლებიც ჯერ ,,ნაციონალურ მოძრაობას" ემსახურებოდნენ, ხოლო შემდეგ ძალიან წარმატებულად გადავიდნენ ,,ქართულ ოცნებაში", ,,სუს"-ად ქცეული ,,კუდ"-ის ინტენსიური დახმარებით ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ არ მისცენ მთავარ ოპოზიციურ ძალას იმის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ ის ხმები, რაც ჩვენ გვაქვს და რეალურად დავაფიქსიროთ ჩვენი სერიოზული გამარჯვება ამ არჩევნებში", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საინტერესოა, რომ ეს ტენდენცია დაიწყო სწორედ იმ რაიონებში, სადაც "ტრადიციულად არის ხელისუფლების ხმების ბეღელი".
,,ქართულ ოცნებას" ძალიან უჭირს, აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში ადგილობრივი ,,სუს"-ის ხელმძღვანელი ბატონი ბეგაშვილი. ჩვენ დამატებით ინფორმაციას ბუნებრივია მოგაწოდებთ, მაგრამ მინდა მივმართო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ქალბატონ თამარ ჟვანიას, რომ არ იჩქარონ დადგენილებების მიღება სიების გაუქმებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ იმედი მაქვს, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ზეწოლის საფუძველზე გააკეთეს ეს განცხადებები შეძლებენ გადალახონ შიში და დაადასტურებენ ხმამაღლა იმას, რომ ეს გადაწყვეტილება, ამოეშალათ თავიანთი თავი სიებიდან არჩევნებამდე 17 დღით ადრე მიიღეს სწორედ რომ ზეწოლის შედეგად", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
ამასთან, კოალიციის ლიდერი ,,ქართულ ოცნებას" აფრთხილებს კონკურენტულ რეჟიმში იბრძოლოს. "ვაფრთხილებ, ,,ქართულ ოცნებას" იბრძოლოს კონკურენტულ რეჟიმში, თუმცა კონკურენტული რეჟიმი უკვე ვეღარ იქნება, მაგრამ თუნდაც იმ რეჟიმში, რომელიც მათი წყალობით შენარჩუნდა ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაკანონებული! ვაფრთხილებთ ,,ქართულ ოცნებას", იგივე მანიპულაციას, რაც გააკეთეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც გაათეთრეს "ნაციონალური მოძრაობა", გაიყვანეს ხელოვნურად შეთანხმებით მეორე ადგილზე, ხოლო ჩვენ გადაგვაგდეს მესამე ადგილზე. ამას ახლა ნამდვილად აღარ ვაპატიებთ! ქვეყანას მართავს უსუსური, არაკომპეტენტური ხელისუფლება, რომელსაც უნდა, რომ ხელისუფლებაში ყოფნა გაიხანგრძლივოს და რაც მთავარია გაუხანგძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა და არსებობა გათეთრებულ ,,ნაციონალურ მოძრაობას". კიდევ ერ", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, კოალიციას ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი საქართველოს ყველა რეგიონში.
"ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი საქართველოს ყველა რეგიონში, მთელს საქართველოში, თბილისიდან დაწყებული დმანისით და წალკით დამთავრებული ან კახეთის, იმერეთის თუ სამეგრელოს ნებისმიერი რაიონით დასრულებული. ჩვენ ვიცით, რომ თბილისში ჩვენ არჩევნები მოგებული გვაქვს, როგორც მერის ასევე პროპორციული, ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრ ადგილზე არჩევნები ჩვენ მოგებული გვაქვს, არის ადგილები სადაც ვართ მეორე ადგილზე. არავის არ ვაპატიებთ ამ არჩევნების გაყალბებას! გაყალბებული არჩევნების დემოკრატიის ზეიმად გამოცხადებას და ,,ნაციონალური მოძრაობის" და ,,ქართული ოცნების" გარიგება კოჰაბიტაციას. ასე, რომ დროა ,,ქართული ოცნება" გონს მოეგოს და არჩევნები ჩაატაროს ელემენტარული სტანდარტების დაცვით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 934
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია