დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გოგი ფესვიანიძე მთაწმინდაზე წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს მიმართავს
ავტორი:
2014/მაისი/29 14:30:02
"სახალხო პარტიის" მიერ თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში წარდგენილი უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი , ქირურგი გოგი ფესვიანიძე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ყველა მაჟორიტარ კანდიდატს მოუწოდებს, ერთობლივი განცხადებით საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართონ და ღია დებატების მოსაწყობად სატელევიზიო ეთერი მოითხოვონ.
"რადგან სატელევიზიო ეთერი ხელმიუწვდომელია საარჩევნო პროცესში მონაწილე თითქმის ყველა სუბიექტისთვის, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა და თუნდაც ამ ნაბიჯით დავანახოთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ვართ ქმედითუნარიანები და მინიმუმ, ერთი ისეთი პრობლემის გადაწყვეტა მაინც შეგვიძლია, როგორიც ამომრჩევლის მიერ ინფორმაციის მიღების კონსტიტუციური უფლების დაცვაა და მოვთხოვოთ საზოგადოებრივ მაუწყებლს შეასრულოს თავისი ვალდებულება - მიაწოდოს ეს ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებს", - მიმართავს გოგი ფესვიანიძე მთაწმინდის საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია