დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
11 დეპუტატს სხდომების გაცდენისთვის ხელფასი დაექვითა
ავტორი:
2014/მაისი/29 09:30:02
11-მა დეპუტატმა პლენარული სხდომების გაცდენისთვის მაისის ხელფასი დაქვითვით აიღო. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით, დეპუტატებს აპრილში გაცდენები არასაპატიო მიზეზებით ჰქონდათ, ამიტომ მათ მაისის ხელფასი დაქვითვით აიღეს. საბოლოოდ, დეპუტატებისთვის ხელფასიდან დაქვითულმა თანხამ 11 ათასი ლარი შეადგინა.
კახიანის განმარტებით, 11 დეპუტატიდან მხოლოდ ერთი იყო უმრავლესობის წარმომადგენელი, დანარჩენები საპარლამენტო უმცირესობის წევრები არიან.
"პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, დეპუტატების გაცდენების მკაცრი აღსრულება ხდება. ამიტომ 11-მა დეპუტატმა ხელფასი დაქვითვით აიღო. მათთვის ჩამოჭრილმა თანხამ მთლიანობაში 11 ათასი ლარი შეადგინა. ძირითადად დეპუტატები სხდომებს ოჯახური მდგომარეობის გამო აცდენენ, რისი გაკონტროლება ვერ ხერხდება, თუმცა არ არის გამორიცხული რეგლამენტში ამის გამო ცვლილებებიც შევიდეს", - აღნიშნა კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1094
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია