დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ანგელა მერკელი - ევროკავშირი თავს გრძნობს ვალდებულად, რუსეთს მიუთითოს თავისი პასუხისმგებლობის შესახებ
ავტორი:
2014/მაისი/28 22:30:02
მოხარული ვარ, რომ დღეს სტუმრად მყავს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრები, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენუკსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ იური ლეანკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სამივე ქვეყანა, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება, ეძებს მჭიდრო, მეგობრულ კავშირებს გერმანიასთან, ასევე ევროპის კავშირთან "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში.
ანგელა მერკელმა ისაუბრა უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებზეც. მისი თქმით, მოხარულები არიან, რომ ძალიან მძიმე პირობებში, მაინც ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში. გერმანიის კანცლერმა ახალ პრეზიდენტს წარმატება უსურვა.
მისი თქმით, მათ აწუხებთ ის ფაქტი, რომ მათი დამკვირვებლები დაკავებულები არიან და იმედოვნებს, რომ მათ მალე გაათავისუფლებენ.
"დღეს სამივე ქვეყანამ გამოიმუშავა ასოცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობის პოზიცია. ეს ითვალისწინებს კულტურული ურთიერთობების კიდევ უფრო დაახლოებას ევროკავშირის ფარგლებში, ასევე, დემოკრატიულ სახელმწიფოებრივ რეფორმებს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პოზიტიურად აისახება ამ ქვეყნების განვითარებაზე. თქვენ იცით, რომ სამივე ქვეყანამ აირჩია თავისი გზა ევროკავშირთან დაკავშირებით. მიუხედავად არსებული სირთულეების, ისინი განაგრძობენ თავიანთ ქვეყნებში დისკუსიებს ამ თემასთან დაკავშირებით.
ევროკავშირი ყოველთვის მიუთითებს რუსეთს, იგი თავს გრძნობს ვალდებულად, რუსეთს მიუთითოს თავისი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ გვსურს კიდევ ერთხელ გავსუვათ ხაზი რუსეთთან მიმართებაში, რომ ჩვენ გვინდა მოქალაქეებმა თავისით აირჩიონ, რომელი გზით წავიდნენ", - განაცხადა ანგელა მერკელმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1023
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია