დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბრიჯიტ ბრინკი - ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმამ შესაძლოა, ლაქა მოსცხოს საქართველოს რეპუტაციას უცხოეთში
ავტორი:
2014/მაისი/28 14:00:03
ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმამ შესაძლოა დაგეგმილი არჩევნების კონტექსტში ლაქა მოსცხოს საქართველოს რეპუტაციას უცხოეთში , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ბრიჯიტ ბრინკმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ, ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, ეს თავდასხმა არჩევნების კონტექსტში პოლიტიკური პროცესისთვის შესაძლოა ძირგამომთხრელი იყოს.
"ივნისის შუა პერიოდში დაგეგმილი არჩევნების კონტექსტში, ეს შეიძლება პოლიტიკური პროცესისთვის ძირგამომთხრელი იყოს და ლაქა მოსცხოს საქართველოს რეპუტაციას უცხოეთში. ველით და მტკიცედ ვუჭერთ მხარს მოწოდებებს გამოძიების ჩატარების თაობაზე, რაც იმედია სწრაფად მოხდება", -განაცხადა ბრიჯიტ ბრინგმა.
ზურაბ ჭიაბერაშვილზე თავდასხმა აბაშიძის #22-ში მდებარე ლიტერატურულ კაფეში გუშინ მოხდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ლიტერატურულ კაფეში ნოდარ ლადარიასთან ერთად იმყოფებოდა. ზურაბ ჭიაბერაშვილს თავს დაესხნენ რეჟისორი გიორგი მგელაძე და რეზო თაბუკაშვილი-უმცროსი. ჭიაბერაშვილს დაზიანებები თავის და სახის არეში აქვს მიყენებული.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია