დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანგელა მერკელი და ირაკლი ღარიბაშვილი ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ
ავტორი:
2014/მაისი/28 13:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური ანგელა მერკელმა სამუშაო სადილზე მიიწვია, რომელსაც ასევე უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი იური ლეანკა დაესწრებიან. გაკეთდება ერთობლივი განცხადება მედიისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეის მიწვევით დღეს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი 29 მაისს სხვა მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად აახენის საკათედრო ტაძარში მესას დაესწრება, რის შემდეგაც აახენის მერიის სახელით მიღება გაიმართება.
2014 წლის აახენის კარლს პრაისის დაჯილდოების ცერემონიაზე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ერთად სიტყვით გამოვა.
ამასთან, პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, კარლოს დიდის (საფრანგეთის მეფე 768-814 წლებში) სახელობის ჯილდო საპატიო ჯილდოა და გადაეცემა ევროპის გაერთიანების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ჯილდო 1950 წელს დაწესდა და კარლოს დიდის სახელს ატარებს, რადგან იგი ევროპის პირველ გამაერთიანებლად ითვლება.
2014 წლის 29 მაისს კარლოს დიდის სახელობის ჯილდო ევროპული საბჭოს პირველ პრეზიდენტს, ჰერმან ვან რომპეის გადაეცემა ევროპის კონსოლიდაციისა და ევროკავშირის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1116
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია