დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვაშაძე ადასტურებს, რომ პეტრე პოროშენკოს მრჩევლად, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი ან კახა ბენდუქიძე დაინიშნოს
ავტორი:
2014/მაისი/28 00:00:02
უკრაინაში იუსტიციის სახლების პროექტი და საქართველოში გატარებული რეფორმების განხორციელება იწყება. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში", კიევიდან პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ პეტრე პოროშენკოს მრჩევლად, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი, კახა ბენდუქიძე ან საქართველოს სხვა რომელიმე მოქალაქე დაინიშნოს, ვაშაძე ამ თემაზე კონსულტაციების მიმდინარეობას ადასტურებს, თუმცა, აცხადებს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილება უკრაინის ახალი ხელისუფლების შიდა კონსულტაციების საფუძველზე მიიღება.
"არჩევნები დასრულდა, უკრაინას ჰყავს ახალი პრეზიდენტი, კიევს – ახალი მერი. რაც ყველაზე ნიშვნელოვანია, მოვიდა დრო რეფორმების კეთების და ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ თუ სწრაფი მოქმედებები არ დაიწყო, ძალიან რთული ვითარება იქნება. ჩვენი ფუნქცია, რატომაც ვართ აქ, ისაა, რომ წვლილი შევიტანოთ უკრაინის წარმატებაში, რაც იქნება საქართველოს წარმატება, ის რაც ვიცით, რა გამოცდილებაც გვაქვს, რაც გავაკეთეთ საქართველოში, გავაკეთოთ აქაც ჩვენ უკრაინელ მეგობრებთან ერთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალი თაობის რეფორმები გავაკეთოთ. ეს არის ძალიან კონკრეტული მიმართულებები, დაწყებული იუსტიციის სახლებიდან, გაგრძელებული ელექტრონული ტენდერებით, ლიცენზირების სისტემები, ბიზნესის კეთების გამარტივება. რაც შეეხება პრეზიდენტის მრჩეველს, ეს დისკუსია არის უკრაინაში, არის სხვადასხვა განხილვები, არის საუბრები სხვადასხვა კანდიდატურებზე, თუმცა შიგნით იქნება გადაწყვეტილება მიღებული და ეს დამოკიდებულია იმ ადამიანის სურვილზე, ვინც მრჩეველი უნდა გახდეს", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, მრჩევლის კონკრეტულ თანამდებობას არ აქვს მნიშვნელობა, ვინაიდან ისინი უკვე ჩართულები არიან კონკრტულ სისტემებში, რომ რეფორმების განხორციელება დაიწყოს. "ფაქტობრივად, შეთანხმება გვაქვს იუსტიციის სამინისტროსთან ამ საკითხთან დაკავშირებით და გავდივართ დეტალებს, როდის, როგორ უნდა გავაკეთოთ იუსტიციის სახლები", - დასძინა ვაშაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1255
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია