დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკო მედია საშუალებებში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ავტორი:
2014/მაისი/27 21:30:03
ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 მაისს მედია საშუალებებში გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება. განცხადების თანახმად, მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტი ცესკოსგან საზოგადოებრივი აზრის კვლევის წარმოებას, დებატებში მონაწილეობის უფლებასა და შესაბამისი საეთერო დროის დათმობას მოითხოვს.
"საარჩევნო ადმინისტრაცია ცალსახად განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნა სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კანონით დადგენილ კომპეტენციებს. საარჩევნო პროცესებში მედიის მონაწილეობას და მისი გამოყენების წესს განსაზღვრავს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ასევე, უზრუნველყოფს მაუწყებლების მიერ კანონით დადგენილი ნორმების დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას (საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-15 პუნქტი)", _ ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
ამასთან, ცესკო მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ეთერში გაშუქების შემთხვევაში, წინასაარჩევნო დებატების არადისკრიმინაციულად და შესაბამისი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით წარმოებაზე ვალდებულება ეკისრება საერთო მაუწყებელს, რომელიც კვალიფიციურ სუბიექტებს განსაზღვრავს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
"აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით პოლიტიკური პარტიის კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტად აღიარება ასევე, წარმოადგენს მაუწყებლის უფლებამოსილებას. აღნიშნული უფლებამოსილების რეალიზების შემთხვევაში მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კვლევა ჩატარებულია საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების დაცვით (საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-8 და-11 პუნქტები). დამატებით განვმარტავთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა განსაზღვრავს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჩატარების პირობებს და არ ადგენს ასეთი კვლევის ჩატარების ვალდებულებას რომელიმე ინსტიტუციის მიმართ", _ აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ცესკო გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანამშრომლოს არჩევნებში ჩართულ მხარეებთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1070
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია