დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზაზა გაბუნია სტუდენტებს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/27 17:00:02
თბილისის საკრებულოს, ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია სტუდენტებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს, ზაზა გაბუნია თბილისის ღია უნივერსიტეტის, სულხან-საბას სახელობის უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და თბილისის საკრებულოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო. შეხვედრა დეპუტატსა და სტუდენტებს შორის აქტიური დიალოგის ფორმატში წარიმართა და დედაქალაქსა და ზოგადად ქვეყნის თვითმმართველობებში არსებულ მდგომარეობას და მუნიციპალური მუშაობის საკითხებს შეეხო.
"ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა. ვისაუბრეთ როგორც საკრებულოს პრაქტიკული მუშაობის, ასევე ზოგადად თვითმმართველობის და მუნიციპალური სამართლის საკითხების შესახებ. შეხვედრა იყო ძალიან ინტერაქტიული და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მე ძალიან მიხარია, რომ სტუდენტებში ასეთ ინტერესს იწვევს თვითმმართველობის საკითხები, რამდენადაც სწორედ თვითმმართველობაა საფუძველთა საფუძველი დემოკრატიული ცხოვრებისა და სწორედ მათი დაინტერესების გამო მე პოზიტიურად ვუყურებ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს", - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1164
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია