დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კოჟორიძე - ვფიქრობ, პრეზიდენტმა დროული და გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო
ავტორი:
2014/მაისი/27 13:00:02
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, კახა კოჟორიძე ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემასთან დაკავშირებით გამოცემულ ბრძანებულებას სწორ გადაწყვეტილებად აფასებს.
როგორც კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მომავალში პრეზიდენტსაც და სახელმწიფოსაც თავიდან ააცილებს მსგავსი ტიპის გაუგებრობებს.
"წინა დღეებში გაკეთებული განცხადებები რომ შევაჯამოთ, ძირითადად გამოიკვეთა ის აზრი, რომ, კონსტიტუციის თანახმად, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა - სპეციალისტების უმრავლესობას ასეთი აზრი აქვს. თუმცა, რადგან საბოლოოდ ყველაფერი მაინც იქით მიდის, რომ პრემიერი აწერს ხელს, ამიტომ შექმნილ სიტუაციაში მომავალში გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ვფიქრობ, პრეზიდენტმა დროული და გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო, როცა კონსტიტუციით მინიჭებული მისი უფლებამოსილება ერთჯერადად დაუთმო პრემიერ-მინისტრს", - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
საია-ს თავმჯდომარის განმარტებით, კონსტიტუცია და კანონმდებლობა აღნიშნული საკითხისადმი აბსოლუტურად ნათელი არ არის, მაგრამ ნორმები უფრო მეტად ამბობს მაინც იმას, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლება აქვს სწორედ პრეზიდენტს.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დავით პატარაიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება ერთჯერადად პრემიერ-მინისტრს გადასცა.
საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ბრიუსელში, 2014 წლის 27 ივნისს მოაწერს ხელს.





წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია