დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პაატა ზაქარეიშვილი - ვინც არ უნდა იყოს უკრაინის ხელისუფლების მრჩეველი, ამას არავითარი მნიშვნელოვბა არ აქვს
ავტორი:
2014/მაისი/26 15:30:02
ვინც არ უნდა იყოს უკრაინის ხელისუფლების მრჩეველი, ამას არავითარი მნიშვნელოვბა არ აქვს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი უკრაინის ხელისუფლების მრჩევლები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე იქნებიან, ალბათ თვითონაც მიხვდებიან, რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი.
"ვნახოთ, იქნებიან თუ არა ბენდუქიძე და სააკაშვილი მათი მრჩეველები. თუ იქნებიან, ალბათ თვითონაც მიხვდებიან, რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს მათი მრჩეველი, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ბენდუქიძე და სააკაშვილი ჩვენი მოქალაქეები არიან. ბენდუქიძე მოღვაწეობს საქართველოში და არანაირი პრობლემა არ არის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვულოცავ უკრაინელ ხალხს გამარჯვებას, რადგან ეს სერიოზული ნაბიჯია ევროპისკენ. ჩვენ და უკრაინა, პრაქტიკულად, პარალელურად მივდივართ. ჩვენც ისე დავზარალდით, როგორც უკრაინა დაზარალდა, შესაბამისად, ძალიან რთული გზა არის დამოუკიდებლობისკენ. მიმაჩნია, რომ უკრაინა სწორად მიდის", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
მან უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს წარმატება უსურვა. ზაქარეიშვილის თქმით, მას აქვს ისეთი ამოცანები გადასწყვეტი, როგორიც არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სამოქალაქო მშვიდობის დამყარება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია