დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უკრაინის ელჩი - უკრაინელმა ხალხმა პოროშენკოს არჩევით ევროპისკენ გზა აირჩია
ავტორი:
2014/მაისი/26 15:00:02
საქართველოში უკრაინის ელჩის ვასილ ციბენკოს განცხადებით, პეტრე პოროშენკოს არჩევით უკრაინელმა ხალხმა ევროპულ მომავალს მისცა ხმა.
ციბენკომ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, მშვიდობა და დემოკრატიისა და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის გზაზე ახალი მიღწევები უსურვა, შემდეგ კი უკრაინაში გუშინ გამართული საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასა.
"უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან რთულ პირობებში ჩატარდა. ჩვენთვის ის გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე უბრალოდ სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები. მას უნდა ეპასუხა ბევრ კითხვაზე, რომელიც უკრაინელებსა და საერთაშორისო საზოგადოებას აწუხებს – როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება და რა მიმართულებით განვითარება. მე მოხარული ვარ, რომ დღეს საშუალება მაქვს, შეგატყობინოთ, რომ მიუხედავად ჩვენი არამეგობრების ძალისხმევისა, არჩევნები შედგა და იგი შედგა ყველა რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც უპრეცედენტო ზომები იქნა მიღებული, რომ ეს არ დაეშვათ. ძალიან მაღალი აქტივობა იყო – 70%-ზე მეტი. ხალხს არ შეეშინდა აშკარა მუქარის. ეს არგუმენტირებული პასუხია სეპარატისტების, ტერორისტებისა და მათი თანამოაზრეებისთვის მოსკოვში იმაზე, თუ როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება უკრაინელებს. მათ სურთ თავისუფალ, ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება და ეს არის მთავარი შედეგი გუშინდელი არჩევნებისა", - განაცხადა ციბენკომ.
ელჩის ინფორმაციით, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტივობა საქართველოში დაფიქსირდა და არჩევნებში მონაწილე უკრაინელების 70%-ზე მეტმა პეტრე პოროშენკოს მისცა ხმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევა შექმნის ახალ ფუნდამენტის აშენების შესაძლებლობას, რომელსაც მთელი მმართველობა დაეფუძნება.
ამასთან, ციბენკო ხაზს უსვამს, რომ როგორც უკიდურესად პრორუსულად განწყობილმა, ისე ულტრანაციონალისტებმა არჩევნებში 2%-ზე მეტი ვერ დააგროვეს, რაც აბათილებს კრემლის მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში უკიდურესად ნაციონალისტური იდეოლოგია დომინირებს.
"ასე რომ, ყველანაირი საფუძველი გვაქვს განვაცხადოთ, რომ უკრაინელმა ხალხმა პოროშენკოსთვის ხმის მიცემით, აირჩია გზა ევროპისკენ, დემოკრატიული, ერთიანი და განუყოფელი ქვეყნის გზა", - დასძინა ციბენკომ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია