დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალექსი პეტრიაშვილი - იმედი მაქვს, უკრაინელი ხალხი შეძლებს მძიმე მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანას
ავტორი:
2014/მაისი/26 13:30:01
დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი და მათი ახალი ხელისუფლება შეძლებს რეალურად ამ მძიმე მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანას , - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა უკრაინაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან უკრაინელ ხალხს არჩევნების ჩატარება მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია სტაბილურობისკენ გადადგმული.
"მართლაც სერიოზული სამუშაო აქვთ ჩასატარებელი, რომ მიაღწიონ ქვეყანაში ვითარების ნორმალიზებას, სტაბილურობას; უნდა დაიწყონ აქტიურად ზრუნვა ეკონომიკის ურთულესი მდგომარეობიდან გამოყვანაზე. მათ წინაშე ძალიან დიდი ამოცანებია, უკრაინა ჩვენი მოძმე პარტნიორი სახელმწიფოა და ჩვენ უკრაინელ ხალხს ყოველთვის გვერდში ვედექით და ყოველთვის დავუდგებით გვერდში. რა თქმა უნდა, დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინელი ხალხი და მათი ახალი ხელისუფლება შეძლებს რეალურად ამ მძიმე მდგომარეობიდან ქვეყნის გამოყვანას", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში გუშინ გაიმართა. უკრაინის ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში პეტრე პოროშენკო 53,86%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე იულია ტიმოშენკო, რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა 13,10%-მა დაუჭირა მხარი. დანარჩენი კანდიდატების შედეგები კი ასეთია: ოლეგ ლიაშკო – 8,48%, ანატოლი გრიცენკო – 5,48%, სერგეი ტიგიპკო – 5,18%, მიხეილ დობკინი - 3,4%.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები შემდგარად უკვე ცნო აშშ-მ, გერმანიამ და ევროპის საბჭომ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1111
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია