დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დიპკორპუსი ვარძიასა და ფოკას მონასტერს ესტუმრა
ავტორი:
2014/მაისი/25 21:00:01
დიპლომატიური კორპუსი ვარძიასა და ფოკას მონასტერს ესტუმრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში აკრედიტებული რეზიდენტი და არარეზიდენტი ელჩები სამცხე-ჯავახეთში დიპლომატიური ტურის ფარგლებში დღეს ვარძიას ეწვივნენ. ელჩებმა ვარძიის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერეს და მის ისტორიას გაეცნენ. დიპლომატებთან ერთად სამონასტრო კომპლექსში საგარეო საქმთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სამინისტროს ხელმძღვანელობა, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სიგუა იმყოფებოდნენ.
"ვარძიაში პირველად ვარ, დიდი მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ტურის ორგანიზებისთვის. ჩვენ ვესტუმრეთ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონს სამცხე-ჯვახეთს. გაოცებული ვარ იმით, რაც ვნახე ვარძიაში - მონასტერი, თამარ მეფის ფრესკა. ეს არა მარტო ქართველებისთვის, არამედ ზოგადად ყველასთვის მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილია, ეს ნაგებობები მიუთითებს არა მხოლოდ საქართველოს უნიკალურ კულტურაზე და მის სულიერ მნიშვნელობაზე, არამედ იმაზე, რომ მას მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი ეკავა",-განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
ვარძიის მონასტრის შემდეგ დიპლომატები ნინოწმინდაში მდებარე ფოკას დედათა მონასტერს ეწვივნენ, სადაც დედების მიერ მომზადებული ნაწარმის დეგუსტაცია გაიმართა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1097
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია