დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით საგანელიძე ჩერნიგოვის ოლქის გუბერნატორს და მერს შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/25 15:30:02
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ჩერნიგოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს (გუბერნატორს) ვოლოდი ნერივაშკოსა და ჩერნიგოვის მერს ალექსანდრე სოკოლოვს შეხვდა.
უმრავლესობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა უკრაინაში წინასაარჩევნო გარემო შეაფასეს და ხაზი გაუსვეს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას.
ვოლოდი ნერივაშკოვმა თავის მხრივ აღნიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ თავისუფალი, ღია და დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მხრივ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებით მიაღწია. ჩერნიგოვის ოლქის მერმა დავით საგანელიძეს ქვეყნის საზღვრებთან რუსეთის ჯარის მობილიზაციაზე და რუსეთის მხრიდან შესაძლო საფრთხეებზე ინფორმაცია მიაწოდა.
თავის მხრივ დავით საგანელიძემ საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა უკრაინულ მხარეს მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია