დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზურაბ ჭიაბერაშვილი - მედიკამენტები გაძვირდა
ავტორი:
2014/მაისი/25 13:00:02
ჯანდაცვის სამინისტრო უარყოფს, მაგრამ მრავალი გზით დასტურდება, რომ საქართველოში მედიკამენტები გაძვირდა, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მედიკამენტებზე ფასი 5 პროცენტით, ზოგ შემთხვევაში კი 15-20 პროცენტითაც არის გაზრდილი. "საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, დამოუკიდებელი ექსპერტების და ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადასტურდა, რასაც ჩვენ განვლილი დღეების განმავლობაში ვამტკიცებდით და რასაც კატეგორიულად უარყოფდა ჯანდაცვის სამინისტრო. საქართველოში წამლები გაძვირდა და ეს ძალიან კარგად იცის ყველა იმ ოჯახმა, რომელსაც რამდენიმე ასეული ლარის მედიკამენტი სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ყურად იღოს ჩვენი შეთავაზებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაეწყოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ისე, რომ მან მოსახლეობის მოთხოვნებს უპასუხოს", - აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, გაზრდილია ფასები საბაზისო მედიკამენტებზე, რომლებსაც ოჯახები ყოველდღიურად მოიხმარენ. "სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, მთლიანად მედიკამენტებზე 5 პროცენტით არის ფასი მომატებული, ყველაზე საბაზისო მედიკამენტზე, რომელსაც ფართოდ მოიხმარს ჩვენი მოსახლეობა, არის ფასების მატება. არ არის ოჯახი, რომელსაც ეს ძირითადი დასახელების წამლები არ სჭირდებოდეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ დავაფიქსირეთ ფასების ზრდა, არა მარტო 5 პროცენტით, არამედ 15-20 პროცენტითაც კი", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1129
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია