დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ასოცირების ხელშეკრულება არის გზა ქვეყნის განვითარებისკენ
ავტორი:
2014/მაისი/24 18:00:02
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების სიკეთე თითოეულ ადამიანს შეეხება, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ახალციხეში გააკეთა , სადაც მერობის და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების გამგებლობის კანდიდატები წარადგინა.
"სულ მალე ჩვენ ხელს მოვაწერთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის გზა ხალხის კეთილდღეობისკენ, ქვეყნის განვითარებისკენ. ეს სიკეთე შეეხება თითოეულ ადამიანს, თქვენ შეძლებთ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას, რაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება თქვენთვის. ჩვენი ბიზნესმენები თავისუფლად შეძლებენ ევროპის ბაზარზე გასვლასაც", - მიმართა ახალციხელებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.
"სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, ხილის და კარტოფილის მიწოდება. ეს ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გზა იმისა, რომ მოახდინონ თავიანთი პროდუქტის რეალიზება და მიიღონ მეტი შემოსავალი" , – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია