დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ოფისთან ვითარება განიმუხტა
ავტორი:
2014/მაისი/24 13:00:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ოფისთან ამ დროისთვის ვითარება მშვიდია. "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. ამ დროისათვის ოფისთან შეკრებილები არიან "ნაციონალური პარტიის" წევრები.
ცოტა ხნის წინ ოფისში დეპუტატი ირმა ნადირაშვილი მივიდა. დღეს "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს მამუკა ჩიქოვანს რუსთავში შეჩერებული პროექტების შესახებ ბრიფინგი უნდა გაემართა. ბრიფინგის გამართვამდე ოფისის წინ "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და ახალგაზრდული ფრთის წევრები შეიკრიბნენ. აქციის მიმდინარეობისას ორი ინციდენტი მოხდა. ერთი ოფისის წინ, მეორე კი- თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში.
ინციდენტის დროს "ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ერთმანეთს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამ დროისათვის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან კვლავ რჩებიან სამართალდამცავები.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია