დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით დარახველიძემ ქუთაისში 68 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცა
ავტორი:
2014/მაისი/23 22:00:02
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ქუთაისში 68 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებები გადასცა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა და სამინისტროს რეგიონალური სამმართველოს უფროსმა გიორგი სანთელაძემ 5 დევნილი ოჯახის გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობები მოინახულეს. აღნიშნულმა ოჯახებმა, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად რეაბილიტირებულ ობიექტზე საცხოვრებელი ფართები მიიღეს. მათ რთული პირობებიდან ახალ ბინებში გადასვლა დღეიდან შეუძლიათ.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქუთაისში, ჭავჭავაძის ქ. #58 -ში მდებარე ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარა და საცხოვრებელ ფართად გადააკეთა. სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია NBG -მ განახორციელა. პროექტის სატენდერო ღირებულებამ 1 158 000 ლარი შეადგინა.
აღნიშნულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მისაღებად, სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოში სულ 1500 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, კომისიამ 68 დევნილი ოჯახი შეარჩია. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები პირად საკუთრებაში გადაეცათ.
ფარული კენჭისყრის საშუალებით გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. 4-სართულიან შენობაში 68 ბინაა, აქედან 20-ერთოთახიანი, 28-ოროთახიანი და 20-სამოთახიანი.
საცხოვრებელი ფართების გადაცემის ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ქ. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ მიქიაშვილი ესწრებოდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1371
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია