დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების საგარეო უწყებების პოლიტიკური დირექტორები ეწვევიან
ავტორი:
2014/მაისი/23 19:00:02
ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების (V4) საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორები 28-30 მაისს საქართველოს ეწვევიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოში უნგრეთის საელჩოდან აცნობეს, გარდა ვიშეგრადის ჯგუფის პოლიტიკური დირექტორებისა, დელეგაციის შემადგენლობაში იქნება ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
ვიზიტის მიზანია, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების მიერ პოლიტიკური მხარდაჭერის დადასტურება საქართველოს ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ასოცირების ხელშეკრულების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის/DCFTA) ხელმოწერამდე საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
დელეგაცია შეხვდება საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას, სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე დავით ზალკალიანს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილს, საქართველოს მთავრობის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს.
დელეგაცია ასევე შეხვდება ევროკავშირის დელეგაციის მოქმედ ხელმძღვანელს, ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს და სასაზღვრო გამყოფ ხაზს ხურვალეთში.
ვიშეგრადის ჯგუფში შემდეგი ქვეყნები შედიან: უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთის რესპუბლიკა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია