დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" - ქართულმა სასამართლომ პოლიტიკური დისკრიმინაცია დააკანონა
ავტორი:
2014/მაისი/23 18:30:02
ქართულმა სასამართლომ პოლიტიკური დისკრიმინაცია დააკანონა, - ამის შესახებ განცხადებას "არასაპარლამენტო ოპოზიცია" ავრცელებს.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა "არასაპარლამენტო ოპოზიციის" საჩივარი "ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატის, დავით ჯიქიას საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ინტერესებს სასამართლოში პირადად ბლოკის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა წარმოადგენდა.
"არასაპარლამენტო ოპოზიციის" ცნობით, დავით ჯიქიას ბოლო ორი წელი საქართველოში არ უცხოვრია (რაც არის კანონის მოთხოვნა), შესაბამისად, მისი რეგისტრაციით რუსთავის ოლქმა კანონი დაარღვია. "არასაპარლამენტო ოპოზიცია" აღნიშნავს, რომ ამავე მოტივით, ცესკომ რეგისტრაცია ირაკლი ოქრუაშვილს გაუუქმა, რომელიც გორის მერის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას და ამ გადაწყვეტილებას სასამართლოც დაეთანხმა.
"მაშინ, როცა "ქართული ოცნების" კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხი დადგა დღის წესრიგში - ცესკომ განსხვავებული განკარგულება გამოსცა, რაც ცალსახად წარმოადგენს დისკრიმინაციას. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, დააკანონოს ქვეყანაში პოლიტიკური დისკრიმინაცია და ძალაში დატოვა ცესკოს განკარგულება "ქართული ოცნების" კანდიდატის დავით ჯიქიას საარჩევნო რეგისტრაციის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური დისკრიმინაციის მსგავსი პრეცენდენტი იშვიათად მოიპოვება სასამართლო პრაქტიკაში, როდესაც ერთსა და იმავე კანონის ნორმას ორ იდენტურ საქმეზე, სასამართლო განსხვავებულად განმარტავს ოპოზიციონერ და სახელისუფლებო კანდიდატებთან მიმართებაში. თვალნათელი რომ იყოს, დღეს სასამართლომ დაადგინა: ოპოზიციონერ კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილს არჩევნების დანიშვნამდე უკანასკნელი 2 წლის მანძილზე არ უცხოვრია საქართველოში უწყვეტად და ამის გამო მას არ აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება; მმართველი გუნდის კანდიდატ დავით ჯიქიას უკანასკნელი 2 წლის მანძილზე ასევე არ უცხოვრია უწყვეტად ქვეყანაში, მაგრამ ამის მიუხედავად მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს", - ნათქვამია "არასაპარლამენტო ოპოზიციის" განცხადებაში.
მათივე შეფასებით, "23 მაისი არის საკვანძო მომენტი, როდესაც ყველანაირი ილუზია, ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს არსებობის და სასამართლოს მიუკერძოებლობის შესახებ, დაიმსხვრა".
"არასაპარლამენტო ოპოზიცია" აღნიშნულზე დეტალურ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს წარუდგენს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1030
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია