დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლაშა აბაშიძე - ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხზე პრეზიდენტთან კონსულტაციები არ გამართულა
ავტორი:
2014/მაისი/23 16:30:03
თემაზე, თუ ვინ მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, პრეზიდენტთან კონსულტაციები არ გამართულა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა აბაშიძემ განუცხადა.
"კონსულტაციები ამ თემაზე არ გამართულა", - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ. ამასთან, ის კიდევ ერთხელ განმარტავს პრეზიდენტის პოზიციას იმის შესახებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობის გათვალისწინებით, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნული საკითხის "გამოდავებას არ აპირებს".
"პრეზიდენტმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ასოცირების შეთანხმებაზე ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა, თუმცა გამომდინარე ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობიდან, ამ საკითხზე პრეზიდენტი არ აპირებს არანაირ გამოდავებას", - განაცხადა აბაშიძემ.
მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ოფიციალურად განაცხადეს, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს პრემიერ-მინისტრი მოაწერს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1052
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია