დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყველაზე ღია საჯარო უწყებად დასახელდა
ავტორი:
2014/მაისი/23 16:00:02
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით, IDFI-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში პირველი ადგილი დაიკავა.
ორგანიზაციის კვლევა მოიცავს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე პერიოდს. კვლევის პრეზენტაცია ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში IDFI-ის ხელმძღვანელმა, გიორგი კლდიაშვილმა ჩაატარა.
მისი განცხადებით, კვლევის დაწყების მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის გამოვლენა, თუ რამდენად შენარჩუნებულია ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე არსებული დადებითი ტენდენციები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით.
ანგარიშის მიხედვით, მოცემულ პერიოდში, ინსტიტუტმა 29 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას 493 მოთხოვნით მიმართა.
გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ მთელ რიგ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში შენარჩუნებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებელი. განსაკუთრებით, მისი თქმით, აღსანიშნავია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რომლებიც განვლილი პროექტის მსგავსად, კვლავ ინარჩუნებენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100-პროცენტიან მაჩვენებელს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 12 სექტემბერს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთ-ერთ გამჭვირვალე უწყებად დასახელდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ, რის გამოც სპეციალური ჯილდო - "2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის" - გადაეცა.
გასული წლის დეკემბერში კი კიდევ ერთი ჯილდო ინფორმაციის საჯაროობისთვის რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციისგან მიიღო.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1080
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია