დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"სახალხო პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატი სასწავლო პროცესის შეწყვეტას ითხოვს
ავტორი:
2014/მაისი/23 14:30:03
"სახალხო პარტიის" მიერ წარდგენილი უპარტიო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თბილისის მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, ექიმი გოგი ფესვიანიძე ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს მიმართავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "სახალხო პარტიიდან" აცნობეს, გოგი ფესვიანიძე აცხადებს, რომ, რამდენიც არ უნდა აწყნარონ მოსახლეობა აღნიშნულმა სამინისტროებმა და გაავრცელონ უპასუხისმგებლო განცხადება, რომ "დაავადების მატების გრაფიკი მიდის წინა წლების ანალოგიურად", არსებული რეალობა სულ სხვას გვეუბნება.
,,რამდენადაც ჯერ კიდევ დაუდგენელია ვირუსის ტიპი და სახელწოდება "ენტეროვირუსული მენინგიტი" მხოლოდ მისი გავრცელების გზას გამოხატავს, კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ორივე სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, ან განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით ცალმხრივად, დაუყოვნებლივ შეწყდეს სწავლის პროცესი ყველა სასწავლო დაწესებულებაში, ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ჩემს მოთხოვნას ამყარებს კიდევ ერთი ფაქტი, ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადებული კონტიგენტის მკურნალობა მხოლოდ 0-დან 3 წლამდე იქნება უფასო (ეპიდემიის დროს?! )", _ აცხადებს გოგი ფესვიანიძე.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია