დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - დავასრულოთ სპეკულაციები, თუ ვინ არის რეალურად წარმომადგენელი ბიზნესთან ურთიერთობაში
ავტორი:
2014/მაისი/23 12:00:02
მინდა, დავასრულოთ სპეკულაციები, თუ ვინ არის რეალურად წარმომადგენელი ბიზნესთან ურთიერთობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სურს ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაძლიერება საქართველოში, რადგან მიაჩნია, რომ ეს მექანიზმი, კომუნიკაციის ეს წყარო არის ერთადერთი ეფექტური, რომელიც არ გამოიწვევს გარკვეულ გაორებებს, გაურკვევლობებს და ყოველგვარი ბუნდოვანება ამით მოიხსნება.
"მე მინდა, რომ ამით დავასრულოთ სპეკულაციები და საუბარი, თუ ვინ არის რეალურად წარმომადგენელი ბიზნესთან ურთიერთობაში და პრობლემის არსებობის შემთხვევაში თქვენ იცით, ვის უნდა მიმართოთ", - მიმართა ბიზნესმენებს ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია და ბიზეს სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1038
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია